მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება დაასრულა და უკვე გადასცა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს, იანის მაჟეიკსს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება დაასრულა უკრაინამაც.
თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. უკრაინის პრეზიდენტს კი იგივე დოკუმენტი 8 აპრილს გადაეცა.
კომენტარები