ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს:
“საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”
მან ქართველ ხალხს მიმართა და თქვა, რომ მართალია გაწევრიანების პროცესი დღეს შეჩერებულია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა.
“ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კომენტარები