არაკონსტიტუციურად შეკრებილი პარლამენტის მიერ, პრემიერად დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ევროკავშირის სტრუქტურებში მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“.
კომენტარები