ევროპის საბჭომ შემაკავებელი ზომების დარღვევა ევროკავშირის დანაშაულთა სიას დაამატა.
ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა ან დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული.
“დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითი ინსტრუმენტი ამ ზომების გვერდის ავლით ნებისმიერი მცდელობის შესაჩერებლად,” – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკიმ.
გადაწყვეტილებას კენჭი ევროპარლამენტშიც უნდა უყარონ.
კომენტარები