საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დედგნანი. ოფისში უკვე იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.
კომენტარები