,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურთაზ ზოდელავა:
,,რადგან დიპ პასპორტების თემაზე კვლავ რჩება კითხვება და ევრიკავშირის ეს ნაბიჯი (სინამდვილეში, ხალხოსნურ ენაზე ამას ეწოდება – ოცნების მთელი ელიტის შავ სიაში გამწესება) ვიღაცას მხოლოდ “პაეზდკის” სირთულედ წარმოუდგენია.
საქართველო, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა ევროკავშირში აგზავნის სიას (მონაცემთა ბაზა) ყველა იმ პირის ჩამონათვალით ვინც სარგებლობს დიპპასპორტით. ეს სია (მონაცამთა ბაზა) დროთაგანმავლობაში განახლებას ექვემდებარება, არჩევნებისა და თანამდებობაზე დანიშნული პირების ჩანაცვლების შესაბამისად. ევროკავშირმა, სიაში მყოფი ყველა პირი ერთიანად ჩაუშვა არასასურველ პირთა (შავი) სიაში, რაც გულისხმობს:
– უვიზოდ შესვლის აკრძალვა.
– საერთო წესის შესაბამისად ვიზაზე მიმართვის შემთხვევაშიც უმეტესობას ვიზას არ აღირსებენ.
– შავ სიაში მყოფი ამ ხალხის ნებისმიერი ფინანსური აქტივობა ავტომატურად დაექვემდებარება განსაკუთრებულ მონიტორინგს.
– ამ პირთა მიერ ევროპაში უძრავი ქონების შეძენის მცდელობისას, სანებართვო პროცედურა დაექვემდებარება შესაბამის მონიტორინგსა და სირთულეებს
– ადრე შეძენილი უძრავი ქონების წინასწარი სანებართვო პროცედურის ხელახალი მონიტორინგი (იმ ქვეყნებში სადაც ამას იქაური კანონმდებლობა ითვალისწინებს)
– ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების საკონტროლო პაკეტის ან წილის ფლობა (ბიზნესის ისეთ სფეროში, რომელიც ექვემდებარება სპეციალურ რეგულაციას) გაშავებული ბობოლა ქოცების მიერ, ასევე დაექვემდებარება დამატებით მონიტორინგს ევროქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ.
– მათი ოჯახის წევრების მიერ სხვადასხვა ევროპული სერვისის მიღებისას (სადაც კანონმდებლობა ითვალისწინებს საოჯახო მონაცემების ანკეტირებას) შავ სიაში მყოფი ოჯახის წევრის არსებობა ასევე შექმნის მნიშვნელვან სირთულეს.
ეს რაც ზედაპირულად ჩანს და დანარჩენს იმედია ამ დარგის სპეცები გვეტყვიან.”
მურთაზ ზოდელავას პასუხობს რომან გოცირიძე და ჩასწორებას აკეთებს:
არაა სწორი. დიპლომატიურ პასპორტზე ვრცელდება შეზღუდვა და არა მის მფლობელზე.
დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. საპატრიარქოც. ვინც წინა პარლამენტში იყო და ახლაც არის, პასპორტის ვადის გასვლამდე მათი მფლობელია. ასევე, ვინც ამ მოწვევის პარლამენტმა ცნო დეპუტატად, მათაც ეკუთვნით პასპორტები( იმედია, ამით არავინ ისარგებლებს).
რაც შეეხება ევროკავშირში შეშვება-არშეშვებას, ამას ცალკეული ქვეყანა წყვეტს, მაგალითად, ისე, როგორც, ეს ლიეტუვამ და ესტონეთმა გააკეთა.
ჩემს მაგალითზე: დიპლომატიურ პასპორტს ვადა აქვს 2026 წლამდე( თუ არ გააუქმეს. ალბათ გააუქმეს). ეს იმას ნიშნავს, რომ ამით ვერ ვისარგებლებ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ შავ სიაში ვარ შეყვანილი, როგორც ამ პასპორტის მფლობელი.
დიპლომატიურ პასპორტს ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ უვიზოდ შეიძლებოდა შესვლა ევროკავშირის წევრ არაშენგენის წევრ ქვეყნებში( კვიპროსი, ირლანდია, ბულგარეთი). ახლა ამ ქვეყნებში შესასვლელად ყველას დასჭირდება ვიზა.
დიპლომატიური პასპორტის გაუქმება არის კარგი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირისგან. ის შეიძლება გახდეს ცალკეული ქვეყნების მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესების საფუძველი, მაგრამ იმის თქმა, რომ ამ პასპორტის მფლობელს ვიზა დასჭირდება, არაა სწორი. ჩვეულებრივ პასპორტზე ეს არ ვრცელდება…
ამ განმარტებით ხათუნა სამნიძე, თიკა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თამუნა კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, კობა ნაყოფია და უამრავი სხვა, საპატრიარქოს ქორეპისკოპოსიც კი შავ სიაში ყოფილა:)
არაა მასე.
კომენტარები