ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურებისთვის ე.წ. COVID-პასპორტების გაცემის საკითხზე მსჯელობენ. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საკითხი ბლოკის სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ეს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა, გარი კაპელიმ დაადასტურა. მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტი დაზარალებული ტურისტული სფეროს აღორძინების საქმეში უსაფრთხოების გარანტი გახდება.
„რამდენიმე დასკვნამდე მივედით. კერძოდ, გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ. ეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს“, – განაცხადა კაპელიმ.
კომენტარები