საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე:
ვაკეში რატომღაც, წავედი მანქანით. ცხადია, მაშინვე ვინანე: საცობებს ვერ ავცდი. შუქნიშანზე უფრო დიდ ხანს ვიდექი, ვიდრე ვიმგზავრე. ბოლოს ჭავჭვაძეზე მანქანა გამიჩერდა, ავარიული ჩავრთე, მაგრამ ვერსად გადავაგორე და კი ვიდექით მხიარულად მწკრივში მთელი გამზირი.
აქ „მათხოვრებიც“ რაღაცნაირები არიან. ღმერთმა დაგლოცოს ძახილით ჩამოგვიარა და ვინც არაფერი მისცა, კაი გემრიელად აგინა .ბოლოს მივედი დანიშნულების ადგილთან, სადაც ბევრი ავტოფარეხია. აქედან მხოლოდ ერთს აწერია „აქ არ გააჩეროთ“. და მხოლოდ იმ ერთთანაა შავი BMW მიყენებული.
მე, იმედია, მშვიდობით დავბრუნდები ოფისში, მაგრამ გლობალურად მაინტერესებს, ევროკავშირში რომ შევალთ, ხომ ვაკიანა შევალთ?
კომენტარები