ევროკომისიამ 100 მლნ ევრო გამოუყო 7 წევრ სახელმწიფოს – მათ, ვინც უკრაინიდან ყველაზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობენ, კერძოდ, ეს ქვეყნებია – სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
ქვეყნებს ამ რესურსის გამოყენება უკრაინიდან ლტოლვილებისთვის დახმარების გასაგრძელებლად შეეძლებათ. ეს კი მოიცავს საკვებით უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფას.
“ევროკომისიამ კიდევ 100 მლნ ევრო გამოყო 7 წევრი ქვეყნისთვის, რომლებიც ლტოლვილთა დიდ რაოდენობას მასპინძლობენ. გადაწყვეტილება 9 აპრილს გლობალური საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც ევროკომისიამ აიღო ვალდებულება 400 მლ ევრომდე გამოყოს უკრაინიდან ლტოლვილების მხარდასაჭერად“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პაკეტის პირველი ტრანში ევროკომისიამ მაისში გამოყო, რომელიც 248 მლნ ევროს მოცავდა და ხუთ ქვეყანაზე გადანაწილდა: პოლონეთზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.
კომენტარები