XXI საუკუნის ადამიანისთვის ავტომობილი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროებაა და იმისთვის, რომ მისი ყიდვა შეძლოთ, როგორც წესი, შედარებით მეტი ძალისხმევის გაწევა გიწევთ, რადგან ძვირადღრებული ნივთების შეძენა, დანაზოგითაც კი, არ არის მარტივი. კომფორტული ცხოვრების დაგეგმვის გზაზე, ევროკრედიტი თქვენი საიმედო პარტნიორი გახდება.
როდესაც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს განსაზღვრავთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც ამ საქმეში თქვენი მეგობარი და სტაბილურობის, რისკების თავიდან არიდების გარანტი იქნება.
ევროკრედიტის ავტოსესხი მანქანის ფლობის შანსს აძლევს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ამისთვის თანხა არ ჰყოფნით. კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობებია.
ვის შეუძლია ევროკრედიტის ავტოსესხის აღება?
ევროკრედიტის სერვისი 21-ე საუკუნის ადამიანზეა
მორგებული და კომპანიის მიდგომა მაქსიმალური
ხელმისაწვდომობაა. ავტოსესხის აღება ევროკრედიტში რომ შეძლოთ, საკმარისია იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე, არგჭირდებათ უნაკლო საკრედიტო ისტორია და არც შემოსავლების დადასტურება. რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენ
დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილი ავტო სესხით შეიძინოთ.
ამასთან, ევროკრედიტში სესხის აღება შესაძლებელია ახალი, ან მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც, მართვის უფლებით, თქვენს საკუთრებაში დარჩება. შესაბამისად, ამ შეთანხმებაში უპირატესობას თქვენ ფლობთ, რადგან სესხის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ავტომობილი გაფორმებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სახელზე.
რა დაგჭირდებათ ევროკრედიტის ავტოსესხის ასაღებად?
სწრაფი და მარტივი სერვისი – სწორედ ეს არის ევროკრედიტის კონკურენტული უპირატესობა, რაც სესხის მიღებას ბარიერების გარეშე მოიაზრებს. ბიუროკრატიის მინიმალურ დონემდე შემცირების პარალელურად, ხელმისაწვდომობა ფილიალების ფიზიკური ხელმისაწვდომობითაც არის უზრუნველყოფილი. ევროკრედიტი 11 ფილიალით, საქართველოს მასშტაბით, 5 დიდ ქალაქში შეგხვდებათ. ამასთან, კომპანია მუდმივად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე,
მომსახურების ცენტრების შესახებ დეტალური
ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ევროკრედიტის ვებ-გვერდზე (www.eurocredit.ge).
ავტოსესხი დისტანციურად და რეფინანსირების
შესაძლებლობა
დღის წესრიგის დისტანციურად დაგეგმვა ადამიანებისთვის კომფორტთან და დროის ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, „ვოლიფეისთან“ თანამშრომლობით, ევროკრედიტმა ინოვაციური პროდუქტი დანერგა – ავტოსესხი დისტანციურად.
საქმე იმაშია, რომ თუ დატვირთული დღის წესრიგის გამო, სესხის ასაღებად ფილიალებში მისვლა თქვენთვის გამოწვევს წარმოადგენს, ევროკრედიტის ავტოსესხი განმეორებით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ.
ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სასესხო ვალდებულების ქონა არ გამორიცხავს, ცვლილებების და სიახლეების სურვილს. მაგალითად, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მის შეცვლას გადაწყვეტთ, მარტივად და უპრობლემოდ შეგეძლებათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, ევროკრედიტის ინოვაციური სერვისია და ის კომპანიამ მომხმარებელს საქართველოში პირველმა შესთავაზა.
თუ ევროკრედიტის ავტოსესხის აღებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის დახვეწილი სერვისებით და ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დარეკოთ ნომერზე
(032) 2 90 4000
კომენტარები