უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის თებერვალში, კიევში, ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყება, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იმჟამინდელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა. მათ შორის არიან ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ბერკუტის” სპეცრაზმის ყოფილი მეთაური.
“დადგინდა, რომ მათ 2014 წლის 18-20 თებერვალს გასცეს ბრძანება და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სათანადო საფუძვლისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ძალისმიერი წინააღმდეგობისა და დარბევის მიზნით სპეციალური საშუალებების, სამხედრო ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცენტრში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიზნით. ოფიციალურმა პირებმა მაიდანზე თავდასხმა მოაწყვეს “ანტიტერორისტული ოპერაციის” საფარქვეშ და 20 თებერვალს დილით მომიტინგეების ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. ეს გაკეთდა უფლებამოსილების, უფლებამოსილების გადამეტებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.” აცხადებს პროკურატურა.
კომენტარები