უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას, ამბობს:
“ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის – კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის – წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის – ყურებამდეა ომში, – იმედია, ევროპა “ყელამდე ომში” არ აღმოჩნდება.”
მისი თქმით, უნგრეთი მომავალშიც გვერდზე დარჩება, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს. ორბანმა ასევე თქვა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის არსებობა უნგრეთის ეროვნული ინტერესია, თუმცა, არ უთქვამს, როგორ უნდა შეინარჩუნოს, რუსეთის თავდასხმის პირობებში, უკრაინამ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ბრძოლის გარეშე.
კომენტარები