ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგად, ევროპა სერიოზულ “დიეტაზე” დაჯდა.
თუმცა, უფრო მძიმე “დიეტაზე” დაჯდება რუსეთი, როდესაც 1-2 წლის მერე სანქციების კუმულატიური ეფექტი სრულად გამოვლინდება ამ ქვეყანაში და მის მოსახლეობაზე.
5 თებერვლიდან ევროკავშირში ამოქმედდება ემბარგო რუსეთის ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე. ხოლო თუ მესამე ქვეყნებში რუსეთის ნავთობის ფასს ზედა ზღვარი დაუწესდა, რუსეთს, შოკური არა, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.”
კომენტარები