“ოცნების” აღმსრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის, NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლები, სავარაუდოდ, არ ჩამოვლენ.
“არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩევნებზე არჩამოსვლის საკითხი, ეს არის IRI, NDI, ასევე ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთანაც… გარკვეული იმედი არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში”, – განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე სხვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა.
კომენტარები