ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას იმ რეზოლუციის სამუშაო ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს, – ამის შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.
მთავარი ხაზი არის:
ევროპარლამენტი
აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“
კომენტარები