სწრაფი კვების რესტორანი, “ენდორფინმა” გადაწყვიტა წერილი მიუძღვნას “გაჭირვებულ ცხოვრებას ევროპაში” და წერს:
“3 თვეა ფილიალის დასამატებლად ფართი დავიქირავეთ დიღომში და დღეში 75 ლარად მცხობელებს ვერ ვნახულობთ, ვერც პიცის და ვერც ხაჭაპურის, ვაკანსია გვაქვს 3 თვეა, 10 სამუშაო საათი დღე. სწავლა უფასოა და ვასწავლით ჩვენ ვინც არ იცის!
სად გარბის ეს ხალხი და რატომ? სამსახური არაა ჩემს ქვეყანაში და ჩამოვედი აქ და მარჩინეთო?
ჰგონიათ ვინმე ფულს აჩუქებს? 1000€ არის საშუალო ხელფასი რეზიდენტებისათვის ესპანეთში და უსაბუთოდ 500-600 ევროს თუ მოგცემენ და ქირაში არ გეყოფათ, ცხოვრება 4-5 ჯერ ძვირია და ხელფასი თითქმის იგივე რაც ჩვენთან და ვერ გავიგე რატომ გარბიან და ბარდებიან? მიზეზად რას ეუბნებიან, რატომ ჩამოვედითო?
ევროპაში გაზი ღირს 2000€
(ჩვენთან 120$), დენი ოთხჯერ ძვირი, კონდიციონერს არ რთავენ თავად ესპანელების 50% იც კი, იმის გამო რომ
კომუნალურებს ვერ აუვლენ და იქ ჩასული ჩვენი მოქალაქეების 90% ვერც კონდიციონერს რთავს და ჩქარ ჩქარა ბანაობს რომ ბევრი დენი და გაზი არ დაწვას!
სასწრაფო რომ გამოიძახო არ მოვა თუ არ მოგკლეს, თავად უნდა მიხვიდე, პირველი რასაც გკითხავენ: “ როგორ იხდი” , დაზღვევა ( რომელიც ძალიან ძვირია) ან ქეში და მერე მოგხედავენ!
საწვავი ევროპაში ისეთი ძვირია, თავად ევროპელებიც კი ფეხით დადიან სამსახურში!
ა ჯანსაღი წესი? – ოქეი !
რატომ არ მუშაობთ აქ? ( შეკითხვა წამსვლელებს ეხებათ)
ჟურნალისტებმა გააშუქეთ ეს თემა !”
კომენტარები