ევროპის რიგ ქვეყნებში დღეიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას იწყებენ. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
გერმანიაში გაიხსნება მაღაზიები, რომელთა ფართობიც 800 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. ასევე იმუშავებს ავტოსალონები და წიგნის მაღაზიები.
ჩეხეთმა წარადგინა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე საქმიანობის ნებართვას ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობები და საამქროები მიიღებენ. ჩეხეთის მოსახლეობა უცხო ქვეყნებში მგზავრობასაც შეძლებს, თუმცა დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინს გაივლის.
ნორვეგიაში გაიხსნება საბავშვო ბაღები, ერთ კვირაში კი სკოლები, უნივერსიტეტები და სილამაზის სალონები. ალბანეთში შეზღუდვები მოეხსნება საწვავის ინდუსტრიას, ფერმერებს, თევზის საწარმოებს და მცირე ბიზნესს.
კომენტარები