ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროპარლამენტართა რეზოლუციას ეხმაურება და სპეციალურ ბრიფინგზე, ფურცლებიდან, რომლებიც თან მიიტანა, კითხულობს:
სამარცხვინო ევროპარლამენტარები ასევე მოგვიწოდებენ უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე, მათი სურვილია ჩვენ ქვეყანაში შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თავად მიიღებს, ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ.
ქართული ოცნება ხშირად ჩაგვეკითხება ხოლმე, რატომაა ეს კანონი ანტიევროპული და რუსული, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება დასავლეთს ღიად აბრალებს, თითქოს მას შემოჰქონდეს საქართველოში შავი ფული და ქვეყნის დესტაბილიზაცია სურდეს, ზუსტად ისევე, როგორც ამას რუსეთი ედავება ევროპას და ამერიკას – ალბათ, ხვალაც იკითხვას, – მითხარით, ერთი არგუმენტი მაინც, რატომაა ეს კანონი ანტიევროპული? აბა, რატომ არ მოსწონს ახლა ევროპას შავი ფულის შემოტანას რომ ვაბრალებთ და საქართველოს მტრობას, ღმერთმანი?
კომენტარები