ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა.
“ევროპის წამლის სააგენტომ, ადამიანთა წამლების კომიტეტმა, დღეს Pfizer / BioNTech კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლამდე ბავშვებისთვის გამოყენების განცხადება დაამტკიცა”, – წერს EMA.
EMA’s human medicines committee #CHMP has today approved an application to extend the use of the Pfizer/BioNTech #COVID19vaccine (Comirnaty) to include children aged 12 to 15. #EMAPresser— EU Medicines Agency (@EMA_News) May 28, 2021
Pfizer პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროპაში ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამტკიცდა. კომპანიის თქმით, გვერდითი მოვლენები 12-15 წლის ბავშვებში 16-25 წლის ასაკის პირების კვლევის დროს გამოვლენილის მსგავსია – თავის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა და აცრის ადგილას ტკივილი.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ევროპაში 16 წლის ასაკისა და უფროსი ადამიანებისთვის უკვე ნებადართულია.
კომენტარები