ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.
– უკრაინის ხელისუფლების ეს ლიბერალური საგადასახადო რეფორმა, უპროცენტო კრედიტები, ომზეა გათვლილი, რომ ხალხს ამ პერიოდში შეღავათები მიეცეს, მშიერი არ დარჩეს და თუ ომის შემდეგაც დარჩება ეს ყველაფერი?
– არა, ეს გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე, რომ უკრაინელმა ოლიგარქებმა და უცხოელებმა გარედან ბევრი ფული შემოიტანონ უკრაინაში. ზელენსკიმ მიიღო კანონი, რომ რამდენიმე თვეში პოსტ-ომის პერიოდში დაბრუნდება უკრაინა და გარე, ევროპულმა ინვესტიციებმა წალეკოს უკრაინა და წალეკავს კიდეც, იმდენი ფული ჩავა იქ. ჩათვალე, მთელი უკრაინა იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ოფშორი გააკეთა, ფაქტიურად. ასობით მილიარდი ჩავა ყოველწლიურად. უკრაინაში რიგები იქნება შპს-ს რეგისტრაციაზე. ოღონდ შავი ფული კი არ იტრიალებს, წესიერი ევროპელი ბიზნესმენები ჩავლენ. საქართველოდანაც ბევრი წავა უკრაინაში. მოკლედ, ყველამ ყველაფერში დაგვასწრო.
კომენტარები