ყოფილი დეპუტატი, გუგული მაღრაძე:
„ევროპული ოჯახის წევრობის გარეშე არ არსებობს საქართველოს მომავალი. დღემდე რომ მოვედით ისე, რომ გვაქვს დამოუკიდებლობა, მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება, უსაფრთხოება, სწორედ რომ აშშ-ისა და ევროპის დამსახურებაა.
თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე, გვეუბნებიან რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ!
პატივს ვცემ მოსაზრებების მრავალფეროვნების გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ დაპირისპირება არ უნდა გადავიდეს ძალადობაში და ეს ყველას გვეხება!“
კომენტარები