ევროპულმა საბჭოს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს უკრაინას და მოლდოვას. ისტორიული მომენტი. დღეს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” – წერს მიშელი
კომენტარები