“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა:
რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:
ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
გიორგი ღვინიაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირმა ნადირშვილი – რუსთავი;
აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი;
ოთარ კახიძე- ქუთაისი;
სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;
გიგი უგულავა- ზუგდიდი;
გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;
ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.
პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში – ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო – თემურ კახიძე.
ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.
კომენტარები