ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა.
ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე:
“აიისას საქმე მოვიგეთ GDI-მ სტრასბურგის სასამართლოში!!
სასამართლომ Anania Gachechiladze-ის გამოხატვის უფლების დარღვევა დაადგინა და ფალავანდიშვილს, ლორთქიფანიძეს, მახარაძეს, მურუსიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. კი უთხრა, რომ:
“საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.”
ამაყი ვარ მართლა.
განსაკუთრებით იმ ხალხით ვისაც თვიდანვე გვჯეროდა ჩვენი პოზიციის სისწორის და ღირებულებების და არ დავიზარეთ არცერთი წინააღმდეგობის დაძლევა ამ პროცესში, Mari Kapanadze, Giorgi Mshvenieradze Temo Svanidze, რაფიელ კაკაბაძე და სრულიად GDI-თ ვარ ამაყი!
როდესაც, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში შუქი ჩაქრა და დაბნელდა. დღეს ეს სიბნელე გავფანტეთ სულ ცოტა მაინც.”
კომენტარები