მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ტვ პირველთან”, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, განმარტავს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პირობებში, რატომ ვერ მიიღებს იგი სათანადო მკურნალობას და ამბობს:
-არსებობს ევროსაბჭოს 2021 წლის დეკემბრის დასკვნა, რომელიც გამოყენებული იქნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ და რომელი დასკვნის მიხედვითაც, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის უვარგისი და არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისიო სტანდარტებს. ამ დასკვნის შესახებ, სამწუხაროდ, როგორც გავარკვიე, საქართელოში არავინ არ იცოდა. ჩვენ თავშივე ვამბობდით, რომ სააკაშვილის საქმე გახდება პრეცედენტული საქმე და გახდება ეგ საქმე პრეცედენტული.
უფრო მეტიც, არსებობს ქეისი პაპოშვილი ბელგიის წინააღმდეგ – ქართველი, რომელიც ცხოვრობდა ბელგიაში, დააპატიმრეს და უნდოდათ საქართველოში მისი გადმოყვანა, მან აიყვანა ბელგიელი ადვოკატი, გაასაჩივრა ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ მიმართა ევროსაბჭოს და მოითხოვა შეფასება, როგორი ჯანდაცვის სისტემა გააჩნია საქართველოს. მივიდა ევროსაბჭოდან წერილი და სასამართლოზე გაჟღერდება რა წერილიც მივიდა. ამის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად იმისათვის, რომ პაციენტს, პატიმარს გაუწიონ სათანადო სამედიცინო დახმარება და ეს ადამიანი გაათავისუფლეს.
ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა რამდენიმე ექიმი, რამდენიმე ექიმ-ექსპეტი. დასკვნას დანართის სახით ცალკე აქვს ამერიკელი, ინგლისელი და შვეიცარიელი ექიმების დასკვნები და წერენ – დასმული აქვს დიაგნოზები, ეს, ეს, ეს მკურნალობა სწორად ჩაუტარდა, ეს მკურნალობა არაწორად ჩაუტარდა – გაშიფრულია მთელი მკურნალობის სქემა. ბოლო წერენ, ვნახეთ რა მკურნალობის მეთოდები, რა ტექნოლოგია გააჩნიათ და ა.შ. და მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში და განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მკურნალობა არის შეუძლებელი და გასცენ რეკომენდაცია გადაყვანილი იქნეს ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკებში.
ცნობისთვის, გ. პაპოშვილი, რომელიც იმყოფებოდა ბელგიის ტერიტორიაზე, დაავადებულია C ჰეპატიტით, ტუბერკულოზითა და ლეიკემიით. ბელგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნის საქართველოში დაბრუნების შესახებ. გ. პაპოშვილმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, სადაც ის ასაჩივრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დაცული უფლებების დარღვევას და აცხადებდა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ იძულებით დააბრუნებდნენ საქართველოში, მას არ ექნებოდა წვდომა ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე, რაც გამოიწვევს მის ნაადრევ სიკვდილს. მაშინ, იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სტრასბურგი ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, რადგან სტრასბურგის სასამართლო პირის დაბრუნებას მისი წარმოშობის ქვეყანაში მხოლოდ „ძლიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში“ კრძალავს, როდესაც წარმოშობის ქვეყანას არ გააჩნია რესურსი და შესაძლებლობა, უმკურნალოს ასეთ პირს, რის გამოც მას გარდაუვალი სიკვდილი ემუქრება და საქართველო კი, იუსტიციის აზრით, ასეთ ქვეყნების რიცხვს არ განეკუთვნება, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ, სტრასბურგის სასამართლო ვერ დაარწმუნა.
კომენტარები