ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
კრიტიკულ რეზოლუციას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა.
რეზოლუციით მოთხოვილია დაკავებულების გათავისუფლება, აქციის მონაწილებიის მიმართ ძალადობის შეწყვეტა და ახალი არჩევნები.
რეზოლუცია გმობს “ქართული ოცნების” ქმედებებს.
კონგრესის სხდომაზე გამომსვლელებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზება.
“ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე.
გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიება. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი.
2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლების დაშინების, ელექტორალური თაღლითობის პრევენცია, მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია სრულად დამოუკიდებელი იყოს”, – თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.(მთავარი არხი)
კომენტარები