ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში რუსი სანქცირებული ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომლის ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გუშინ გავრცელდა, ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მისი მტკიცებით, მათ “დასვენებასთან დაკავშირებით” ისაუბრეს.
“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი] მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – თქვა მან.
სანქციების გვერდის ავლის გეგმა – ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის სავარაუდო ჩანაწერები – აუდიო
კომენტარები