Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 კრის ჰემსუორთის ეკრანული მეწყვილე რამდენიმე ქართველი მსახიობი გახდება.
საიტ IMDB-ს ცნობით ფილმში თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და თორნიკე გოგრიჭიანი ითამაშებენ. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალ სურათში ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საღინაშვილი, იგივე “ჰალკიც” ითამაშებს.
ფილმის სავარაუდო სიუჟეტი ასეთია, როგორც IMDB-ის აღწერილობაში წერია :
“ბანგლადეშში სასწაულებრივად გადარჩენილი ტაილერ რაიქი ბრუნდება, თავის გუნდთან ერთად ის ახალ მისიას კიდებს ხელს. მისი დავალებაა ქართველი განგსტერის ხელიდან ოჯახი დაიხსნას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეშია დატყვევებული. რეიკი დავალებას თავს ართმევს, შეტაკებისას განგსტერი იღუპება. დაქირავებულ ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს დაღუპული განგსტერის ძმა”. –
გამოცემა Deadline-ის ცნობით ახალი ფილმი Netflix-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა.
კომენტარები