Facebook-მა დაიწყო იმ პოსტების წაშლა, რომელიც საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს ადამიანებს და კარანტინის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის პრესამსამსახურის ხელმძღვანელი ენდი სტოუნი ავრცელებს.
წაშლილი პოსტები ეძღვნებოდა მიტინგებს კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსიში და ნებრასკაში. სტოუნის თქმით, პოსტები შტატების ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ წაშალეს.
„ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლების მოწოდებას ეწინააღმდეგება სოციალური დისტანციის შესახებ, არ დაიშვება Facebook-ზე“, – განაცხადა სტოუნმა.
აშშ-ში პროტესტების ტალღა გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც უმრავლესობა შტატში კარანტინის წესები გაახანგრძლივეს.
კომენტარები