ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არანაირი კავშირი არ აქვს იმ გვერდებთან, რომლებიც facebook-მა გააუქმა.
“თუ ვინმე ინდივიდუალურად ცდილობდა საკუთარი პოზიციის გამოხატვას, ეს მათი საქმეა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გვერდი, რომელიც ავრცელებს სიყალბეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ის უნდა დაიბლოკოს. “ქართულმა ოცნებამ” იმუშავა იმისთვის, რომ გარკვეული გვერდები დაბლოკილიყო.
თუმცა, დაბლოკილი გვერდების აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის “ქართულ ოცნებას.” ბოლო წლების განმავლობაში, “ოცნება” დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ შექმნას ეს ტროლების ფაბრიკები მასიურად და ამაში იხარჯება მილიონობით ლარი”
კომენტარები