შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა:
„ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი შკოდას ფირმის ავტომობილით გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის დღე, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, იმ დღეს და შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი.“
კომენტარები