ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე:
„ხალხო, ერთხელაც გეტყვით (ვატყობ ბოლოჯერ არა)
ეს მთავრობა არის ამ ქვეყნის დემოკრატიის, თავისუფლების და ევროინტეგრაციის მომავლის მტერი!
ცოტა მოითმინეთ, წაიკითხეთ
ამ მთავრობას არ უყვარს არავინ, ვინც უსიტყვოდ არ ემორჩილება – ანუ ამ მთავრობას არ უყვარს თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად არ უყვარს ადამიანი!
ამ მთავრობას აქვს ძალაუფლება – შსს, სუსი, ჯარი, სასამართლო, პროპაგანდა.
ამ მთავრობას აქვს ფული – ქვეყნის ბიუჯეტი, დამატებით ვალად აღებული მილიარდები, ბიძინას ფული.
ეს მთავრობა არის რუსული – ამ სიტყვის შინაარსს თუ გაიაზრებთ, მიხვდებით.
დაფიქრდით, როგორ მართავს ქვეყანას, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორ ებრძვის მედიას, როგორ ებრძვის ევროპას და ამერიკას.
ეს მთავრობა არის მოძალადე, სიძულვილის ენის გამავრცელებელი.
ეს მთავრობა მეათე წელია ცდილობს ქვეყანა გახლიჩოს!
და შენ, თუ ჯერ კიდევ აძლევ შანსს ამ მთავრობას,
და შენ თუ ჯერაც არ იღებ ხმას ამ მთავრობის წინააღმდეგ,
და შენ თუ ჯერ კიდევ ხუჭავ თვალს რეალობაზე
მაშინ შენც ზუსტად ისეთი ჩანხარ, როგორც ეს მთავრობა.
იფიქრეთ!
გაახილეთ თვალები!
მიხვდით, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასი და არა ვინმე ერთის.
გადავარჩინოთ ეს ქვეყანა“
კომენტარები