ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
დაცვის მხარე, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, პატიმრობის გადაწყვეტილების მოხსნას ითხოვს. პროკურატურა კი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას პატიმრობა დაუსწრებლად უნდა შეეფარდოს.
“დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ქალბატონმა ნატრული აკობიამ, ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. წარმოდგენილია ორი მტკიცებულება ერთი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასვნა, მეორე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა. წარმოდგენილი მტკიდებულებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი”, – ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს.
კომენტარები