ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, “მეტრონომთან” ამბობს:
“როდესაც პარტიული კვლევა ქვეყნდება და ოპოზიციას ასეთი მცირე რაოდენობის ხმა აქვს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე მეტად ხდება გაყალბება, რა შეუშლიდათ ხელს რომ 37%-ის ნაცვლად დაეწერათ 17%, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს იქნებოდა ძალიან სასაცილო და არარეალური, ანუ ორჯერ არის მათი ხმები მომატებული და მნიშვნელოვნად დაკლებულია ხატიას ხმები, ამას აჩვენებს კვლევა, რომელიც გაბედეს და გამოაქვეყნეს”
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ ქუთაისში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგი გამოაქვეყნა:
იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%
ხატია დეკანოიძე – 37.8%
სხვა დანარჩენი კანდიდატები – 11.9%.
კომენტარები