ექიმი, სოფო ჯაფარიძე:
მეგობრებო, მიწევს ისევ თქვენი შეწუხება
გაბი ერთად უნდა გადავარჩინოთ
იმედია ოდესმე გვეღირსება რომ ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად პოსტებს აღარ დავწერთ,მაგრამ ეხლა გაბის უნდა დავეხმაროთ
გაბის ყველა იცნობთ, ჩემი აუტისტი მეგობარია. წლებია ბავშვი იტანჯება გაურკვეველი ტკივილებით, მთელი ეს პერიოდი დედა იკვლევდა რა იყო მიზეზი, როგორც იქნა თქვენი ყველას დახმარებით, თურქეთში დაუსვეს დიაგნოზი, იშვიათი გენეტიკური დაავადება-O’DONNELL-LURIA- RODAN SYNDROME
იმისთვის რომ დაუწყონ მკურნალობა საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელიც აქ არ კეთდება და ამ კვლევების გარეშე ვერ უწყებენ მკურნალობას.
ბავშვი 7 წელია წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. იტანჯება ტკივილისგან.
გთხოვთ, ვისაც რითი შეგიძლიათ დავეხაროთ ამ უსაყვარლეს ბიჭს, რომ შეძლოს ტკივილის გარეშე ცხოვრება
ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა გაბის გამოკვლევების დასრულება და გთხოვთ გაავრცელეთ პოსტი
კომენტარები