ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის განცხადება:
“მოკლული მამიხან უმაროვი რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას აქტიურად აკრიტიკებდა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი იყო დაწესებული. ბლოგერის მკვლელობის უკან, რა თქმა უნდა, კადიროვი დგას და ამის შესახებ ავსტრიის პოლიციაც ინფორმირებულია. მამიხან უმაროვი პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ე.წ. რუსულ ელიტას აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, ეს დამნაშავეები ამ წუთასაც კი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მეც და გაბუნიაც გაგვანეიტრალონ.
ლიკვიდაციის პირველი გეგმის ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ ისინი დანებდებიან და პირიქით, უფრო გააქტიურდებიან. ამის მაგალითია აბდურახმანოვს ხანგოშვილისა და რუსლან მახაურის მკვლელობები, როდესაც პირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მეორე ან მესამე ცდაზე მკვლელებმა დავალება მაინც შეასრულეს.
გიორგი გაბუნიამ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. საქართველო ანალოგიური შემთხვევების დროს უძლურია, რაც ამ ქვეყენას რუსეთისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. საქართველოში გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს”
კომენტარები