ჟურნალისტი დათო ცინცაძე:
შევედი აცრაზე, ვაჩვენე მკლავი, უნდა დამარჭონ ნემსი და ატყდა ჩხუბი ექიმებს შორის. როგორც ჩანს მანამდეც კამათობდნენ. ჰოდა, ის ვისაც ნემსი ეჭირა და უნდა ავეცარი რეგისტრატორს მიმართავს:
-გაჩერდი ახლა თუარა გიტიკებ ამ ნემს თვალშიო!
არადა მე აკაპიწებული მაქ მკლავი და ველოდები ჩხვლეტას. იმაზე გაბრაზებულმა ექიმმა გააქანა და მთელი ძალით მე ჩამარჭო ნემსი!
მერე ისევ რეგისტრატორმა უპასუხა რაღაც და ეს ექიმი ვინც უკვე მცრის, სულ გადაირია! გაცეცხლდა! ამოაძრო ნემსი და -გაჩერდი თუარა ერთხელ გაგაფრთხილე და ახლა მართლა გიტიკებ ამას თვალშიო – გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და მოუღერა ჩემი მკლავიდან ამოძრობილი ნემსი რეგისტრატორს.
მერე გაბრაზებულმა ისევ გააქანა და უკვე მეორეჯერ ჩამარჭო შპრიცი მკლავში – ხომ უნდა დაესრულებია აცრა?!
ჰოდა, მაინტერესებს ახლა რაფერაა ჩემი საქმე, ორჯერ აცრილებში გავდივარ?”
კომენტარები