მომღერალი, გიორგი უშიკიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“აქტიურად მიმდინარეობს ფეისბუქში, როდესაც, მაგალითად, მომღერალი, ხელოვანი დაწერს ევროინტეგრაციაზე, შემორბიან, არამარტო ჩემთან, სხვაგანაც, კომენტარებში ამბობენ, რომ მოდი, შენ შენ საქმეს მიხედე, იმღერე, ეს პოლიტიკა არ არის შენი საქმე. ეს არის აქტიურად და ბევრი ადამიანია ამას წამოგებული, შეიძლება უნდა რაღაცის თქმა და ეშინია ამ დამუნათების. თუ გვინდა ევროპული საზოგადოება ვიყოთ, პირიქით უნდა იყოს. სწორედ ეს არის, რომ გაგაჩნია შენი აზრი და ხელისუფლებას, რომელიც შენი არჩეულია, მოვთხოვოთ, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში ხმას უნდა იმაღლებდნენ, რაც უჭირთ…
გაჩუმდი, ეს შენ არ გეხება, დღეს დაიწყეს მომღერლებზე, ხვალ ექიმებს ეტყვიან, ოპერაცია გააკეთე, შენ, კაცო და არ ილაპარაკო.
ჩვენი კონცენტრირება უნდა მოხდეს იმაზე, რომ ნებისმიერი რამ, რაც ხელს უშლის ჩვენ ევროპულ მომავალს, ამაზე უნდა ვისაუბროთ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი ხელს უშლის ჩვენ ევროპულ მომავალს, იმიტომ კი არა, რომ მიშა თუ აღარ იქნება ცოცხალი, ჩვენ რაღაცა…
დავწერ ხოლმე ევროკავშირზე რამეს და შემოვარდებიან და ოხ, შე მიშისტო… თავად აკეთებენ ამას. თუ ევროკავშირი გინდა, თუ წინსვლა გინდა, კარგი სასამართლო, გამჭვირვალე, არა კორუფცია, სოციალური დაცვის მექანიზმები გინდა – მიშისტი ხარ, თავად აკეთებენ ამ წითელ ხაზს.
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენ ხალხს, რა არის ევროპული მომავალი, რადგან ძალიან ბევრი, რუსეთიდან დაფინანსებული ჯგუფები ახერხებენ ადამიანები შეუყვანონ შეცდომაში. ვინც ჩვენ იდენტობას მხარს უჭერს, სწორედ დასავლეთია, ეროვნული რაც გაგვაჩნია, რაც გადასარჩენია, ყველაფერს ვინარჩუნებთ დასავლეთის დახმარებით. ჩვენი იდენტობის და ღირსების დაცვა სწორედ დასავლეთის ოჯახში ინტეგრაციაშია.”
კომენტარები