საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან – ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებენ ამ წუთებში კოსტავას 68-სთან არიან შეკრებილები და მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელსაც ეწევიან. ადგილზე იმყოფებიან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც, რომლებიც მათი კოლეგების, ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების კრიტიკასა და მოთხოვნას ისმენენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ პირდაპირ ეთერსა და დებატებს.
ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ის ბულინგის და შეურაცხყოფის მსხვერპლია.
თქვენი გადაცემების ყურება შეუძლებელია, ბოდიში მოუხადეთ ზვიად რატიანს, რომლის მისამართითაც სიძულვილის კამპანია წაახალისეთ – ეუბნებიან მოქალაქეები ვასილ მაღლაფერიძეს.
მოქალაქეები ითხოვენ, შეუშვან და ჩაწერონ და მისცენ საუბრის უფლება პირდაპირ ეთერში.
ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ აქციის მონაწილეები, მომიტინგეები პასუხობენ, რომ ჩამოყალიბებულნი არიან და იციან, რომელი პირების შეშვება სურთ პირდაპირ ეთერში.
ადგილზე მივიდა ია ფარულავა, რომელიც რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, შენობაში შევიდა.
კომენტარები