დღევანდელი, 24 ივნისის აქციის, ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, აქციის მონაწილეებს აცნობს მოთხოვნებს, რომლებსაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უყენებენ ხელისუფლებას:
ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა ოლიგარქიზაციის ნებას – ამიტომ დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც ვერ მოხერხდება საქართველოს ევროინტეგრაცია და ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ.
ვინ არის ოლიგარქი? ოლიგარქი არის ადამიანი, რომლის გავლენაც აღწევს ხელისუფლების ყველა შტოში – შევხედოთ ჩვენ მინისტრთა კაბინეტს – წარმოადგენენ ისინი ხალხს, თუ წარმოადგენონ მათ დამსაქმებელს? ვინ ხელმძღვანელობდა კრიზისს კორონავირუსის პირობებში – მისი დანტისტი, ვინ არის შსს–ს და სუს–ის უფროსი? ის ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ივანიშვილის აქტივებს, ახლა მართავენ საქართველოს და ისინი არ არიან ქართველი ხალხის ერთგულნი, ისინი არიან ოლიგარქის ერთგულნი.
ისინი გვესაუბრებიან დეპოლარიზაციაზე, აქ შეკრებილი ხალხი ამტკიცებს სად არის დეპოლარიზაცია.
წარმოგიდგენთ ქართველი ხალხის მოთხოვნას, დათქმას, პირობას, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა:
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი.
და
და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12 პუნქტს ევროკომისიის რეკომენდაციიდან შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა.
ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, იმისათვის რომ გადაყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა.
მეორე პირობა:
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ.
მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა,
3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთთებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია.
დამატება:
კომენტარები