პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი:
სადღეგრძელოებით მართული ქვეყანა.
მაიდანის მოვლენების შემდეგ ჩემი თხოვნით, გადამდგარი ბებერი უკრაინელი კაგებეშნიკი გამაცნეს, მაინტერესებდა როგორ ამუშავებდა კგბ ჭორების მანქანას.სრული შოკი მქონდა, ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ჰესეს “მძივებით თამაში” ბავშვურ გასართობად ჩანდა.საინტერესო იყო აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამ ბებერმა კაგებეშნიკმა საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცოდა, სადღეგრძელოებიდან დაწყებული, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დამთავრებულიშევეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვიდგინო მისი ნათქვამი:“ქართველები საინტერესო ხალხი ხართ, თუ სხვა ერებზე შრომატევადი, ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, თუ რა ჭორზე ირეაგირებს ხალხი, თქვენთან კვლევები საჭირო არ არის, ყველაფერი სადღეგრძელოებში გაქვთ გადატანილი, გარდა ქართველებისა არავის მსოფლიოში პატიმარი და ავადმყოფი ერთ კონტექსტში არ გაუერთიანებია, (მჯდომიარე და მწოლიარეს სადღეგრძელო), ასე რომ ციხის კადრების დადგმა შემთხვევითი არ იყო, არც ბავშვის ქვევრში სიკვდილი (რაფალიანცი) იყო შემთხვევითი, ღვინო, ბავშვი და ქვევრი ხომ თქვენი სადღეგრძელოების უმთავრესი თემააო…ამ ორ ჭორს რომ გამკლავებოდით, მაინც ვერ გადარჩებოდით, სავარაუდოდ დედის კულტს გამოიყენებდნენ შემდეგში, რომელიმე ოპოზიციონერის დედის გაუპატიურების სცენას დაგიდგამდნენ და თქვენ დაგაბრალებდნენო…”ხშირად მახსენდება იმ ბებერი კაგებეშნიკის სიტყვები…თქვენც ხომ არ გაგახსენდათ დავით გარეჯი? (ყველა წმინდა სალოცავს გაუმარჯოს)ან მშვიდობის სადღეგრძელო-სლოგანი?ეჰ, მართლა სადღეგრძელოებით გვმართავენ ეს მოღალატეები…
კომენტარები