სანდრო გირგვლიანის საქმის, ამჟამად კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილი “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტში საუბრისას დეტალურად იხსენებს 2009 წლის ხუთ სექტემბერს. დღეს, როდესაც გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა დააწერეს.
როგორც მოსამართლე სიუჟეტში ხაზგასმით ამბობს, ბრალდებულებისთვის ვადების დათვლას დიდი დრო დაუთმო, თუმცა აცხადებს, რომ კონკრეტული სახელებისა და გვარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
“გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ვიყავი მორიგე სასამართლოში. ეს იყო შაბათი ან კვირა დღე. შემოვიდა სასჯელაშრების დეპარტამენტის წარდგინება, გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მაშინ სასამართლო წყვეტდდა ამ საკითხს. 22 ან 24 ადამიანი იყო სიაში, სათითაოდ გავეცანით რასაკვირველია. ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე. ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ, ისე რავინ შემოიტანდა, იქ რომ ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემს წილად რომ უნდა გადამემწომებინა. ამიტომ ყველა სათითაოდ რომ დავთვალე, მერე ჩავედი პროცესზე.
მათი სახელი არ მეცნო და რატომ? – იმიტომ რომ როცა ამ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი გამოვიდა, პირველ ინსტანციაში კი არა აპელაციაშიც კი იმ პერიოდში მე მოსამართლე საერთოდ არ ვიყავი. ჩვენ ვიცოდით საქმე, რომელიც გახმაურებული იყო და არა მსჯავრდებულები”- აცხადებს ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ამასთან, მოსამართლე სიუჟეტში ზეწოლაზე არ საუბრობს და არ ამბობს მოსთხოვა თუ არა ვინმემ მას გირგვლიანის საქმის გამო გასამართლებულები ციხიდან ვადაზე ადრე გამოეშვა.
“ზეპირი მოსმენით იქნა განხილული ეს წარდგინებები ყველა. დარბაზში მე და ჩემი მდივანი უნდა ყოფილიყავით. მსჯავრდებული და მათი წარმომადგენელი. რომელიც წარდგინებას უჭერდა მხარს. გერონტი ალანის სხდომა ცალკე ჩატარდა. მეორე მსჯავრდებულის გვარი ახლაც არ მახსოვს” – აცხადებს მოსამართლე.
კომენტარები