პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება:
(სტილი დაცულია)
“გაკვირვებლი ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული საქმის შესახებ. ის ვერ გაიგეს მავანმა რომ გადაწყვეტილებებს ვიღებ მოსალოდნელი შექებისა, თუ კრიტიკის მიუხედავად. შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდნეტის უფლება და არა მოლაპარაკებების საგანი. შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება ზეწოლას, მითითებებს, თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან…არც სხვისგან.
პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯარაოებს, თუმცა, ამ თემით, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს, მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.
ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებესა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება – ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ, ჩემი შემდეგი პირობით, ეს ნაბიჯი ამ კრიზისთვის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს.
ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადეენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის განმავლობაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს.”
შეგახსენებთ, დღეს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას, “ქართულ ოცნებას” არ ექნება ნეგატიური პოზიცია.
კომენტარები