ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
“ჩემმა ქუვეითელმა მეგობარმა მომწერა, ცოტა ხნის წინ ქუვეითის ცენზურის კომიტეტმა დამატებით 500 მწერლის წიგნები აკრძალაო. მათ შორის: ფოლკნერი, მარკესი, ნაჯიბ მაჰფუზი, აბულ ალა ალ-მაარრი, როულინგი და მოკლედ, საბოლოო ჯამში, 4000-ზე მეტი წიგნი დაცენზურდა.
ძალიან ვღელავ ქუვეითელებზე და მათ კულტურულ იზოლაციონიზმზე. ქუვეითელ მკითხველებს ახლა, როგორც არასდროს, სჭირდებათ მხარში დგომა!
ამიტომ მე გადავწყვიტე, არაბულად ვთარგმნო ის, რასაც ზუსტად ვიცი, ქუვეითში არ აკრძალავენ. დიახ, სწორად მიხვდით, არჩილ თალაკვაძის ლექსები!”
კომენტარები