საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართვაში განაცხადა:
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობას საკუთარი პირობების შესაბამისად მიაღწიოს – მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს – მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს. მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება ვაშინგტონში ან მოსკოვში. ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს – ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებული არ იყვნენ. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შორის განიხილება ევროპული ძალების განთავსება სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ. სამშვიდობო ძალები დღეს არ წავლენ საბრძოლველად ფრონტის ხაზზე, მაგრამ იქნებიან იქ, როგორც კი მშვიდობას მოეწერება ხელი, რათა გარანტირებულ იყოს მისი სრული პატივისცემა. გადავწყვიტე გავხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად – ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანია ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს. მშვიდობა არ შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ ფასად და მითუმეტეს რუსეთის კარნახის ქვეშ. და მითუმეტეს ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე. მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან მომავლის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში. ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა. მშვიდობა ჩვენს კონტინენტს “დამშვიდებული რუსეთით” დაუბრუნდება”, – განაცხადა მაკრონმა.
კომენტარები