ია ფარულავა მეუღლის, ტარიელ სუარის პოსტს აზიარებს და წერს:
,,ეს რა ხდება რა დღეში ჩააგდეს ტარიელი სექტანტებმა….!!!!!”
ტარიელ სუარი:
,,მეგობრებო გადავწყვიტე ყველას დაგემშვიდობოთ. შეცდომაში რომ არავინ შეხვიდეთ ჩემი სიკვდილი დააბრალეთ ჩემს ფობიას, ძაღლების ფობიას, რომელიც წარმოუდგენლად გამიმძაფრა კონკრეტული ადამიანების დაჯგუფებამ, რომელსაც ჩემი სიკვდილის შემდეგ გამოძიება სავარაუდოდ დაადგენს და მისცემს მათ შესაბამის რჩევებს. ვინც არ იცით რას ნიშნავს ძაღლების ფობია… ვერც კი წარმოიდგენთ რა აუტანელია ეს დაავადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული დაჯგუფება მიზანმიმართულად გემუქრება რომ მოგიქსევენ ძაღლებს. გისურვებთ ყველას მეტ გონიერებას …
თქვენგან მიტოვებული ტარიელ სუარი”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტარიელ სუარმა ამ ფობიის შესახებ დაწერა და უამრავი სიძულვილის შემცველი კომენტარი დაუწერეს.
ია ფარულავას ეკითხებიან, სად არის ახლა ტარიელი, რაზეც მსახიობი პასუხობს:
,,არ ვიცი ტელეფონს არ მპასუხობს და მე სალონში ვარ ….ერთი კი მითხრა რომ წაიღე ეს პოსტიო . მეც დაბნეული ვარ ….”
კომენტარები