საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, გასაჯაროვდეს ევროკავშირის წევრობის კითხვარი, რომელიც 11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს გადასცა.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის [ევროკავშირში წევრობის კითხვარი] მისამართით. შესაბამისად, როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძრვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რაც შეიძლება მალე, ეს დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი.”
კომენტარები