დღეს მადრიდში გამართულ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ქვეყნების ლიდერების მიერ დეკლარაცია შედგა, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დეკლარაცია ნატო-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.
აი რა წერია დეკლარაციაში:
“ჩვენ მადრიდში შევხვდით ნატო-ს ბევრ პარტნიორს, ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებთან, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული დეკლარაცია ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე შეიქმნა, რათა პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდეს ნატო-ს მხრიდან.
“ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორებისთვის მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და მდგრადობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას გავაძლიერებთ.”
კომენტარები