“ენმ”-ის წევრი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
გვაცნობეს რომ ჩემი მეუღლის მანქანის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა (არ ვიცით ვინ არის. არ ვიცით დამნაშავეა თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს უტყუარად).
თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე და მივმართოთ პოლიციას, არ გამოიყენოს დაკავებული პირის მიმართ საპატიმრო ღონისძიება და კანონით განსაზღვრული შეღავათი გაუწიოს მას (ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ დაკავებული დამნაშავეა პასუხს არ აგებს. ეს იმას ნიშნავს რომ თანახმა ვართ შედარებით მსუბუქად აგოს პასუხი).
იმიტომ კი არა, რომ დანაშაულის წახალისებას ვუჭერთ მხარს.
იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ყველა ადამიანი იმსახურებს ერთ შანსს, თუ საქმე არ ეხება ძალადობრივ ან მძიმე დანაშაულს.
P.S: რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რატომ დარეკა მაკამ 112-ში, ეს მან გააკეთა 3 მიზეზით:
1. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
2. ვინაიდან მანქანას ეტყობოდა სისხლის კვალი, შესაძლოა მომხდარი ყოფილიყო მძიმე დანაშაული…
3. დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება კანონით.
რა თქმა უნდა, ვიღაცამ შესაძლოა ჩათვალოს რომ სწორად არ ვიქცევით, თუმცა, გვინდა მკაფიოდ აღვნიშნოთ: ეს არის ჩვენი ადამიანური პოზიცია, რისი უფლებაც გვაქვს და ეს პოზიცია არ არის დაკავშირებული ჩემს პარტიულ ან პოლიტიკურ საქმიანობასთან.”
შეგახსენებთ, გიორგი კაპანაძის მეუღლის მანქანა, რამდენიმე დღის წინ დააზიანეს.
კომენტარები