გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები საქართველოსთვის დამღუპველია. ლივინგსტონ სევანიანი, რომელიც საქართველოში 10 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოს შესახებ მძიმე დასკვნას ამზადებს.
სასამართლო სისტემაში რეფორმის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. სასამართლო სისტემაში რეფორმების აუცილებლობა არის აღიარება იმისა, რომ სასამართლოში არის არაფორმალური გავლენა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებელია გატარდეს რეფორმები და ძალისხმევა სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული. არაფორმალური გავლენების შედეგია მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და მათი კონტროლი. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია. ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების მიდგომა რეპრესიულია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებამდაცველები განიცდიან შიშსა და სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებებს, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი გარემოს არსებობა, რათა ქვეყანაში დაცული იქნეს დემოკრატია, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ მივესალმები ანტოკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას. ბიურო წარმოადგენს დამოუკიდეებლ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.
ლივინგსტონ სევანიანის მომზადებული დასკვნა გაეროს 54 -ე სესიაზე იქნება წარდგენილი.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები